მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი არ აპირებს კარიერის დასრულებას და სურს გააგრძელოს მაღალ დონეზე თამაში.
გერმანელმა ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 38 წლის მეკარე 2026 წლის ზაფხულამდე გააგრძელებს კონტრაქტს „ბაიერნთან“. გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია და ორივე მხარე მზად არის ხელი მოაწეროს ახალ ხელშეკრულებას. მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოცხადდება ამის შესახებ ოფიციალურად.
თავად ნოიერი მომართულია კარიერის გაგრძელებისკენ და უაღრესად მაღალი მოტივაცია გააჩნია. ამჟამად ის ტრავმირებულია და მოედანზე იანვარში დაბრუნდება.