მანუელ ნოიერი გერმანიის გარეთ თამაშს არ გამორიცხავს
მანუელ ნოიერი გერმანიის გარეთ თამაშს არ გამორიცხავს

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა უპასუხა კითხვას – არის თუ არა მზად სხვა ქვეყანაში კარიერის გასაგრძელებლად.

„არასოდეს მითქვამს, რომ კარიერას აუცილებლად გერმანიაში დავასრულებ. მაგრამ არ ის დამიდასტურებია, რომ „ბაიერნს“ დავტოვებ. ამ მომენტისთვის ვერ წარმომიდგენია საზღვარგარეთ თამაში, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრად ხდება. ამიტომაც, შესაძლოა, რაღაც შეიცვალოს. მე აქ ძალიან მომწონს და წასვლა არ მინდა, მაგრამ…“ – განაცხადა ნოიერმა.

გერმანიის ნაკრების მეკარე „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს. 33 წლის ფეხბურთელი მიუნხენელთა რიგებში შვიდჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი.