მანუელ ნოიერი - ეჭვგარეშეა, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ
მანუელ ნოიერი - ეჭვგარეშეა, მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა დარწმუნებით განაცხადა, რომ თანამედროვე ფეხბურთში საუკეთესო მეკარეა.

„ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვარ. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ 17 წლის აღარ ვარ. თამაში ისევ ძალიან მიყვარს. მინდა ჩემპიონთა ლიგის მოგება და ამით, სეზონში მესამე პრიზის მიღება,“ – განაცხადა მეკარემ „11 ფრეუნდ“-თან (11 Freunde) ინტერვიუში.

ნოიერმა ბუნდესლიგის დასრულებულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და 15 შეხვედრაში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი.