მანუელ ნოიერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება
მანუელ ნოიერი „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდება

მიუნხენის „ბაიერნი“ აგრძელებს მოლაპარაკებებს ახალ კონტრაქტზე თავის 33 წლის მეკარესთან მანუელ ნოიერთან, – წერს გაზეთი „ბილდი“.

გამოცემის ცნობით, გერმანელი გოლკიპერის აგენტი თომას კროტი კლუბის ოფისში შეხვდა „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას. მაგრამ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი წარუმატებელი გამოდგა და მხარეები შეთანხმებამდე ვერ მივიდნენ.

ნოიერის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მანუელ ნოიერმა, რომელიც 2011 წლიდან თამაშობს „ბაიერნში“, 2019-20 წლების სეზონში 37 მატჩი ოფიციალური მატჩი ჩაატარა და აქედან 15 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა.

დატოვე კომენტარი