მანუელ ნოიერი „ბაიერნიდან“ წასვლას არ აპირებს
მანუელ ნოიერი „ბაიერნიდან“ წასვლას არ აპირებს

მიუნხენის „ბაიერნის“ გოლკიპერი მანუელ ნოიერი არ აპირებს „ჩელსიში“ გადასვლას, იტყობინება გამოცემა „გოლი“. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ლონდონური კლუბი, გერმანელის შეძენის შემთხვევაში, კეპა არისაბალაგას გაშვებას აპირებდა, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ნოიერმა „ბაიერნის“ დატოვება გადაიფიქრა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნოიერი მიუნხენურ კლუბთან ახალ კონტრაქტზე ვერ თანხმდებოდა. კერძოდ, მას გრძელვადიანი შეთანხმება სურდა, კლუბი კი ასეთ პირობაზე თანახმა არ იყო. გარდა ამისა, მხარეები ფეხბურთელის ხელფასზეც ვერ თანხმდებოდნენ.

ნოიერის ამჟამინდელი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2021 წლამდეა ძალაში. „ტრანსფერმარკტის“ მიხედვით, გერმანელი მეკარის სატრანსფერო ღირებულება 18 მილიონი ევროა.