იტალიური საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ ფეხბურთელის მარიო მანჯუკიჩის ტურინული კაირერა, დიდი ალბათობით ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დასრულდება.
„ტუტოსპორტის“ ინფორმაციით, ხორვატი შესაძლოა დევიდ ბექჰემის ახალ გუნდში „ინტერ მაიამიში“ გადავიდეს.
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის გუნდის დებიუტი ამერიკის ლიგაში 2020 წელს შედგება. ბექჰემის სურვილია თავის გუნდში ბევრი საფეხბურთო ვარსკვლავი იხილოს. მათ შორის არიან: ხამესი, ფალკაო, მანჯუკიჩი და სხვები.