ბექჰემი ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე „რეალს“ დაუკავშირდა
ბექჰემი ხამეს როდრიგესის ტრანსფერზე „რეალს“ დაუკავშირდა

დევიდ ბექჰემის კლუბი „ინტერ მაიამი“ დაინტერესებულია მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის ხამეს როდრიგესის მიწვევით.

ამერიკული გუნდის ინგლისელ მფლობელს პირადად სურს კოლუმბიელის ხილვა შემადგენლობაში და უკვე ჰქონდა კონტაქტი „რეალის“ პრეზიდენტთან ფლორენტინო პერესთან. აღნიშნავენ, რომ 28 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს, შესაძლოა ხელი შეუწყოს ბექჰემის კარგმა ურთიერთობამ მადრიდულ კლუბთან, რომელშიც ის 2003-07 წლებში თამაშობდა.

ხამეს როდრიგესის მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ის ესპანეთში 2014 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში კოლუმბიელმა 10 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.