ბექჰემი კიბერსპორტული გუნდის თანამფლობელი გახდა
ბექჰემი კიბერსპორტული გუნდის თანამფლობელი გახდა

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, დევიდ ბექჰემმა გადაწყვიტა, კიბერსპორტით დაკავდეს. ცნობილი ფეხბურთელი კიბერსპორტული კლუბის Guild-ის თანამფლობელი გახდა, – იტყობინება Esports Insider.

ორგანიზაცია აკადემიის ტიპის იქნება და ახალგაზრდა, ნიჭიერ კიბერსპორტსმენებს მოიძიებს.

ახალი კლუბის პირველი გამოსვლა 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება. იმ დროისთვის, ორგანიზაციას განზრახული აქვს შეაგროვოს გუნდები Rocket League-ში, FIFA-სა და Fortnite-ში.

აღნიშნავენ, რომ Guild Esports-მა უკვე მოახერხა 25 მილიონი ფუნტის ოდენობის ინვესტიციების მიღება იმ კომპანიებისგან, რომლებიც ბექჰემს უკავშირდება. კლუბის შტაბ-ბინა ლონდონში იქნება განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ დევიდ ბექჰემი პირველი ფეხბურთელი არ არის, რომელმაც კიბერსპორტში გადაწყვიტა ფულის ჩადება. თებერვალში, მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გარეტ ბეილი კიბერსპორტული ორგანიზაციის Ellevens Esports-ის თანადამფუძნებელი გახდა.