ბექჰემი - მესის გადმოსვლა „ინტერ მაიამისთვის“ გრანდიოზული მოვლენაა #1TVSPORT
ბექჰემი - მესის გადმოსვლა „ინტერ მაიამისთვის“ გრანდიოზული მოვლენაა #1TVSPORT

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, „ინტერ მაიამის“ თანამფლობელმა, დევიდ ბექჰემმა გუნდში ლიონელ მესის გადასვლის შესახებ ისაუბრა და არგენტინელის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„გულშემატკივრებს დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი გუნდში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მოსაყვანად, კარიერის რომელ ეტაპზეც არ უნდა ყოფილიყვნენ. ლიონელ მესი კი პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, თუ საუკეთესო არა.

ის ახლაც დიდებულად თამაშობს და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია. მესი განაგრძობს იმის კეთებას, რაც ყოველთვის გამოსდიოდა. დიახ, მესი ჩვენი გუნდისთვის ითამაშებს და ეს „ინტერ მაიამისთვის“ გრანდიოზული მოვლენაა“, – განაცხადა ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ.