მანჯუკიჩი „ფიორენტინას“ ფეხბურთელი გახდება
მანჯუკიჩი „ფიორენტინას“ ფეხბურთელი გახდება

ხორვატიის ნაკრების ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი ახლოს არის „ფიორენტინაში“ გადასვლასთან, იტყობინება „ფუტბოლ იტალია“. წყარის ინფორმაციით, იტალიურმა კლუბმა ფეხბურთელს ორწლიანი კონტრაქტი და წელიწადში 3 მილიონი ევრო შესთავაზა. გარდა ამისა, გათვალისწინებული იქნება შეთანხმების კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობა.

შეგახსენებთ, რომ მარიო მანჯუკიჩმა, რომელიც 2015-19 წლებში „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა, ყატარულ „ალ-დუჰაილთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და ამჟამად თავისუფალი აგენტია.

ხორვატიის ნაკრების მაისურით მან 89 მატჩი ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.