მანჰეტენზე, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს [ვიდეო]
მანჰეტენზე, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასტუმროსთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დონალდ ტრამპის სასტუმროს წინ სულ მცირე 1,600 დემონსტრანტი შეიკრიბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ნიუ იორკში, სადაც უკვე მე-11 დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, კომენდანტის საათი დღეს გაუქმდა და საპროტესტო აქციების მონაწილეებს ქუჩებში გადაადგილება დაბრკოლებების გარეშე შეეძლებათ.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ ნიუ იორკის მერი, ბილ დე ბლასიო პოლიციის უწყებების დაფინანსების შემცირებას გეგმავს.
ტრამპის სასტუმროს წინ შეკრებილი მოსახლეობა პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.