მანჩინიმ, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ან „პარი სენ-ჟერმენი“ ჩაიბაროს #1TVSPORT
იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი შეიძლება საკლუბო ფეხბურთში დაბრუნდეს და ერთ-ერთ ეროპულ გრანდს ჩაუდგეს სათავეში.
როგორც გამოცემა Football Italia იტყობინება, იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება – გაანთავისუფლებს თუ არა მანჩინის მას შემდეგ, რაც იტალიამ შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალი წააგო ჩრდილოეთ მაკედონიასთან და ვერ მოხვდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ვარაუდობენ, რომ 57 წლის სპეციალისტის წასვლის შესახებ თურქეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ გამოაცხადებენ.
აღნიშნავენ, რომ მანჩინის მიმართ ინტერესს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენენ.