იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ენცო ბეარზოტის პრემიის ლაურეატი გახდა. ეს პრიზი გადაეცემა წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელს. ამ ინფორმაციას ავრცელებს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი.
მანჩინის კონკურენტები იყვნენ ჯენარო გატუზო (მილანი) და ჯანპიერო გასპერინი (ატალანტა).
„ეს უდიდესი პატივია ჩემთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ენცომ მომცა იტალიის ნაკრებში დებიუტის საშუალება 1984 წელს“, – განაცხადა რობერტო მანჩინიმ.
პრემია ენცო ბეარზოტის სახელს ატარებს, რომელმაც 1982 წელს იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონობამდე მიიყვანა.