მანჩესტერის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა
მანჩესტერის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სამი ადამიანი დაჭრა.
დაჭრილთა შორის ერთი სამართალდამცველია.
BBC-ს ცნობით, დაჭრილი ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება პოლიციის ოფიცერს, მან ჭრილობა მკლავის არეში მიიღო.
თავდამსხმელი დაკავებულია. მომხდარის მოტივი ჯერ უცნობია.