მანჩესტერის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი ადამიანი დაჭრა

03:16, 01.01.2019

მანჩესტერის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა სამი ადამიანი დაჭრა.

დაჭრილთა შორის ერთი სამართალდამცველია.

BBC-ს ცნობით, დაჭრილი ქალი და მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რაც შეეხება პოლიციის ოფიცერს, მან ჭრილობა მკლავის არეში მიიღო.

თავდამსხმელი დაკავებულია. მომხდარის მოტივი ჯერ უცნობია.

მსგავსი