„მანჩესტერ სიტის“ მიმართ შესაძლო სანქციების ფონზე, „რეალმა“ გააძლიერა ყურადღება ინგლისელთა ექვს ფეხბურთელზე #1TVSPORT
მადრიდის „რეალი“ აკვირდება სიტუაციას „მანჩესტერ სიტისთან“ დაკავშირებით, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის ფინანსური წესების 115 პუნქტიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისურ კლუბს სერიოზულ სანქციებს დაუწესებენ, „რეალი“ შეეცდება მისი რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას. ამის შესახებ წერს გამოცემა Sport.es.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ მთავარ სამიზნედ რჩება ფორვარდი ერლინგ ჰალანდი. მაგრამ სიტუაცია შეიძლება გართულდეს ნორვეგიელის „სიტისთან“ მრავალწლიანი კონტრაქტის გამო, რომელშიც არ არსებობს პუნქტი გამოსასყიდის შესახებ.
„რეალი“ ინტერესდებოდა ნახევარმცველ რაიან შერკით ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ის მანჩესტერში გადავიდოდა.
ესპანურ გრანდს ასევე აინტერესებს ცენტრალური მცველი იოშკო გვარდიოლი, რომლის კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდეა ძალაში. წელს „სიტიმ“ შეიძინა ნახევარმცველები ენცო ფერნანდესი, ელიოტ ანდერსონი და აიუბ ბუადი, რომლებსაც „რეალი“ აკვირდებოდა.