„მანჩესტერ სიტის“ მცველი - ჩვენ ჩვენსას არ დავთმობთ! დიდება უკრაინას! #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ მცველი - ჩვენ ჩვენსას არ დავთმობთ! დიდება უკრაინას! #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ უკრაინელმა მცველმა ალექსანდრ ზინჩენკომ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შესახებ.

„მთელი ცივილიზებული სამყარო შეწუხებულია ჩემს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო. მე არ შემიძლია გვერდზე გავდგე და ვცდილობ ყველასთან მივიტანო ჩემი აზრები.

ამ ფოტოზე ჩემი ქვეყანაა. ქვეყანა, რომელშიც მე დავიბადე და გავიზარდე. ქვეყანა, რომლის ღირსებას ვიცავ საერთაშორისო სპორტულ არენაზე. ქვეყანა, რომლის დიდებასა და განვითარებაზე ვზრუნავთ. ქვეყანა, რომლის საზღვრები ხელშეუხებელი უნდა იყოს. ჩემი ქვეყანა უკრაინელებს ეკუთვნის და არავის აქვს მისი მითვისების უფლება. ჩვენ ჩვენსას არ დავთმობთ! დიდება უკრაინას“, – დაწერა ზინჩენკომ „ინსტაგრამში“.

რა თქმა უნდა, რუქის ფოტოზე, რომელიც ფეხბურთელმა გამოაქვეყნა, რუსეთისგან მიტაცებული ყირიმი უკრაინის შემადგენლობაში შედის.