„მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერთასი პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერთასი პირველად მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიმ“ უეფა-ს სუპერთასი მოიგო „სევილიასთან“ ურთულეს მატჩში. ევროპის ლიგის გამარჯვებული ენ-ნესირის გოლით 25-ე წუთიდან იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის შუაში ინგლისელებმა კოულ პალმერის ზუსტი თავურით გაათანაბრეს ანგარიში. ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. ბოლო, მეათე პენალტი ნემანია გუდელმა გააფუჭა – ძელს გაარტყა ბურთი და „სიტიმ“ 5:4 მოიგო.

ინგლისის ჩემპიონმა პირველად მოიგო ევროპის სუპერთასი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 11 გათამაშებიდან 10-ში ეს პრიზი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა აიღო. მხოლოდ მადრიდის „ატლეტიკომ“ დაარღვია ეს ტრადიცია, როცა 2018 წელს სუპერთასისთვის „რეალი“ დაამარცხა.

პეპ გვარდიოლამ მეოთხედ მოიგო სუპერთასი და ეს სამ კლუბთან ერთად გააკეთა: „ბარსელონასთან“ (2009 და 2011), „ბაიერნთან“ (2013) და ახლა, „მანჩესტერ სიტისთან“ ერთად. სულ კი ესპანელ მწვრთნელს 36 ტიტული დაუგროვდა.

„სევილია“ უეფა-ს სუპერთასის მთავარი უიღბლო გუნდია – ესპანელებმა ამ პრიზისთვის მეექვსედ ითამაშეს და მეხუთედ წააგეს.

 

მანჩესტერ სიტი-სევილია          1:1 პენ. 5:4

გოლები: 0:1 ენ-ნესირი (25), 1:1 პალმერი (63)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, უოკერი, აკე, აკანჯი, გვარდიოლი, კოვაჩიჩი, როდრი, ფოდენი, გრილიში, პალმერი (85. ალვარესი), ჰოლანდი.

სევილია: ბუნუ, ხესუს ნავასი (83. მონტიელი), ბადე, გუდელი, აკუნია, რაკიტიჩი, ლამელა (90. სუსო), ოკამპოსი, ოლივერ ტორესი (74. ხუანლუ სანჩესი), ჟორდანი, ენ-ნესირი (90. რაფა მირი).