„მანჩესტერ სიტიმ“ მოლაპარაკებები დაიწყო რაფაელ ლეაოს აგენტთან #1TVSPORT
„მილანის“ ფორვარდი რაფაელ ლეაო „მანჩესტერ სიტის“ ინტერესთა სფეროში შედის, – ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, ინგლისის ჩემპიონმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელის აგენტთან ჟორჟე მენდეშთან. მაგრამ „მილანს“ არ აქვს სურვილი გამოეთხოვოს 22 წლის პორტუგალიელს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს მოითხოვს.
ლეაოს მოქმედი კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ადრე სკირამ დაწერა, რომ მხარეებმა პრაქტიკულად მოილაპარაკეს ახალ ხელშეკრულებაზე 2026 წლამდე, რომლის მიხედვითაც წელიწადში 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.
ამ სეზონში ლეაომ 36 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 12 გოლი გაიტანა და ექვსი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.