„მანჩესტერ სიტიმ“ და „ლაიპციგმა“ პლეი ოფში თამაში გაინაღდეს – ჩემპიონთა ლიგა, IV ტური – G ჯგუფის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „მანჩესტერ სიტი“ და „ლაიპციგი“ ორი ტურით ადრე გავიდნენ მერვედფინალში.
* ერლინგ ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე 34 მატჩში 39 გოლი აქვს.
* ჰალანდს „სიტიში“ ჩატარებულ 70 მატჩში 67 გოლი აქვს.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ყველაზე სწრაფად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე 250 გოლი. ამისთვის მას 119 მატჩი დასჭირდა. „სიტის“ გარდა, ტურნირზე 250 ან მეტი გოლი კიდევ 11 გუნდს გაუტანია.
* პეპ გვარდიოლა ზედიზედ 17 მატჩია არ აგებს „სიტისთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე უკეთესი სერია სამ მწვრთნელს ჰქონია – ლუი ვან გაალს (19), ოტმარ ჰიტცფელდსა (19) და სერ ალექს ფერგიუსონს (25).
* ჩავი სიმონსი (20 წლის, 200 დღის) მესამე ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელია პატრიკ კლუივერტისა და რაფაელ ვან დერ ვაარტის შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა.
ცრვენა ზვეზდა-ლაიპციგი 1:2
გოლები: 0:1 ჩავი სიმონსი (8), 0:2 ოპენდა (77), 1:2 ჰენრიხსი (81-საკ. კარში)
მანჩესტერ სიტი-იანგ ბოიზი 3:0
გოლები: 1:0 ჰალანდი (23-პენ), 2:0 ფოდენი (45+1), 3:0 ჰალანდი (51)
გაძევება: ლაუპერი (53. იანგ ბოიზი)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. მანჩესტერ სიტი | 4 | 4 | 0 | 0 | 12-3 | 12 |
| 2. ლაიპციგი | 4 | 3 | 0 | 1 | 9-6 | 9 |
| 3. ცრ. ზვეზდა | 4 | 0 | 1 | 3 | 5-10 | 1 |
| 4. იანგ ბოიზი | 4 | 0 | 1 | 3 | 4-11 | 1 |