მანჩესტერ სიტი სატურნირო ცხრილის სათავეში დაბრუნდა

19:48, 30.03.2019
LONDON, ENGLAND - MARCH 30: Sergio Aguero of Manchester City scores his team's second goal past Sergio Rico of Fulham during the Premier League match between Fulham FC and Manchester City at Craven Cottage on March 30, 2019 in London, United Kingdom.(Photo by Richard Heathcote/Getty Images)

მანჩესტერ სიტიმ სტუმრად იოლად დაამარცხა ფულემი და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაბრუნდა. პეპ გუარდიოლას გუნდმა სწრაფად მოიპოვა უპირატესობა და საკუთარი სიძლიერე ეჭვქვეშ ერთხელაც არ დაუყენებია.

ანგარიში მეხუთე წუთზე ბერნარდო სილვამ გახსნა, როდესაც ოციოდე მეტრიდან მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაუშვა ბურთი. სიტიმ, რომელმაც პირველ 15 წუთში ათჯერ დაარტყა მეტოქის კარში, მეორე გოლი 27-ე წუთზე გაიტანა. ამჯერად თავი სერხიო აგუერომ გამოიჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე შემთხვევაში არც თუ მცირე როლი მასპინძელთა არაორგანიზებულმა დაცვამ ითამაშა. ფულემმა ზედიზედ მერვე თამაში წააგო და გაშვებული გოლების რაოდენობაც არასახარბიელო აქვს – 72.

კოტეჯერები ბოლოდან მეორე ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას რომ თავი დააღწიონ, 13 ქულა უნდა ამოქაჩონ დარჩენილ შვიდ ტურში.

რაც შეეხება სიტის, ეს გუნდი 77 ქულით პირველ ადგილზეა და ერთი ქულით უსწრებს ლივერპულს.

მსგავსი