„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა რიად მაჰრეზმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას, – წერს ვებგვერდი Give me Sport. წყაროს ცნობით, „სიტის“ ხელმძღვანელობა მზად არის განიხილოს შეთავაზებები ალჟირელ ფეხბურთელზე.
ადრე დაიწერა, რომ მაჰრეზი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს – ფეხბურთელით დაინტერესებულია „მილანი“. მაჰრეზის პოტენციური ტრანსფერი შეფასებულია 40 მილიონ ევროდ. აღნიშნავენ, რომ „მილანს“ აბრკოლებს მხოლოდ ფეხბურთელის ხელფასი, რომელიც, წყაროს ინფორმაცით, წელიწადში ექვს მილიონ ევროს შეადგენს.
ამ სეზონში მაჰრეზმა ყველა ტურნირზე 43 მატჩი ჩაატარა, 23 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.