„მანჩესტერ სიტიმ“ ინგლისის სუპერთასი პენალტების სერიაში მოიგო #1TVSPORT
ინგლისში 2024-25 წლების სეზონი სუპერთასის ფინალით დაიწყო, რომელშიც „უემბლიზე“ ერთმანეთს შეხვდნენ პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი „მანჩესტერ სიტი“ და ქვეყნის თასის მფლობელი „მანჩესტერ იუნაიტედი“.
ძირითადი დრო 1:1 დასრულდა. ანგარიში ბრუნო ფერნანდეშის პასით ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა, მაგრამ 89-ე წუთზე „სიტიმ“ ბერნარდო სილვას გოლით გაათანაბრა. საგოლე გადაცემა პორტუგალიელს ოსკარ ბობმა გაუკეთა.
პენალტების სერია უკეთ „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა შეასრულეს – 7:6.
„სიტიმ“ თავის ისტორიაში მეშვიდედ მოიპოვა ინგლისის სუპერთასი.