„მანჩესტერ სიტი“ გვარდიოლასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
„მანჩესტერ სიტი“ გვარდიოლასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას თავის ამჟამინდელ სამუშაოზე დარჩენის კარგი შანსი გაუჩნდა. ირკვევა, რომ ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა აპირებს განიხილოს ესპანელ სპეციალისტთან ახალი კონტრაქტის გაფორმება.

კლუბში არ აპირებენ გვარდიოლას გაშვებას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ.

გარდა ამისა, „სიტის“ ბოსები გვარდიოლასთან ერთად განიხილავენ მიმდინარე სატრანსფერო კამპანიას. კლუბი რამდენიმე ახალბედას გაფორმებას გეგმავს, ასევე უნდა განსაზღვროს ის ფეხბურთელები, რომლებიც კლუბს დატოვებენ,

გვარდიოლას მიმდინარე ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულამდეა ძალაში.