„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობა დაინტერესებულია „ბარსელონას“ ფორვარდ უსმან დემბელეს გაფორმებით. ცოტა ხნის წინ, ინგლისის ჩემპიონის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს 22 წლის ფრანგის აგენტებთან, – წერს „დესმარკე“.
ადრე გახდა ცნობილი, რომ დემბელეზე ასევე პრეტენზიას აცხადებენ „პარი სენ-ჟერმენი“ და ლონდონის „ჩელსი“. ფორვარდის სატრანსფერო ღირებულებაა 100 მილიონი ევრო.
დემბელე „ბარსელონაში“ „დორტმუნდიდან“ გადავიდა 2017 წელს. ტრანსფერის თანხა იყო 125 მილიონი ევრო. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი „ბარსასთან“ 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.
ამ სეზონში დემბელემ ყველა ტურნირზე ჩატარებულ ცხრა მატჩში ერთი გოლი გაიტანა.