ოფიციალურად - დემბელე პსჟ-ში გადავიდა #1TVSPORT
ოფიციალურად - დემბელე პსჟ-ში გადავიდა #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების გარემარბმა, უსმან დემბელემ „ბარსელონა“ დატოვა. ფეხბურთელი ოფიციალურად გადავიდა „პარი სენ-ჟერმენში“, რომელთანაც ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

საფრანგეთის ჩემპიონის რიგებში დემბელე 23-ე ნომრით ითამაშებს.

ფინანსური გარიგების დეტალები უცნობი დარჩა, თუმცა ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ „ბარსელონა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში 26 წლის დემბელემ 35 მატჩი ჩაატარა „ბარსელონას“ მაისურით, რვა გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.