პსჟ დემბელეთი იმედგაცრუებულია და ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობს #1TVSPORT
პსჟ დემბელეთი იმედგაცრუებულია და ფეხბურთელის გაშვებაზე ფიქრობს #1TVSPORT

საფრანგეთის ჩემპიონი „პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს თავისი შემტევის, უსმან დემბელეს გაყიდვის ვარიანტებს, – იტყობინება გაზეთი The Mirror-ი.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს პარიზულმა კლუბმა გამოიყენა დემბელეს კონტრაქტში არსებული პუნქტი, რითიც ფეხბურთელი „ბარსელონადან“ მისი ღირებულების ნახევარ ფასად შეიძინა.

ფრანგმა უკვე ექვსი მატჩის ჩატარება მოასწრო ახალი გუნდის შემადგენლობაში და მხოლოდ ბოლო შეხვედრაში შეასრულა შედეგიანი მოქმედება – საგოლე პასი გაუკეთა გონსალო რამუშს.

„პარი სენ-ჟერმენი“ განიხილავს 26 წლის ფეხბურთელის უკვე იანვარშივე გაშვებას, ოღონდ ჯერჯერობით – იჯარის წესით.