„მანჩესტერ იუნაიტედის“ თანამფლობელმა, სერ ჯიმ რეტკლიფმა მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზა თომას ტუხელს, – ამტკიცებს გერმანული გამოცემა Kicker-ი.
ტუხელი „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელია, თუმცა ოფიციალურად აქვს გამოცხადებული, რომ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს პოსტს. მიუხედავად მიუნხენურ კლუბში წარუმატებელი კარიერისა, მისი რეპუტაცია არ დაზარალებულა. ჯერჯერობით არაფერი დაწერილა იმის შესახებ, დათანხმდა თუ არა გერმანელი სპეციალისტი მანჩესტერელთა შეთავაზებას.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ კითხვის ნიშნები აქვთ მთავარი მწვრთნელის, ერიკ თენ ჰაგის მუშაობასთან დაკავშირებით და ნიდერლანდელი სპეციალისტი, შესაძლოა, ამ სეზონის შემდეგ დაითხოვონ პოსტიდან.
ტუხელს აქვს პრემიერლიგაში მუშაობის გამოცდილება – ადრე ის „ჩელსის“ ავარჯიშებდა, რომელსაც 2021 წელს ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.