„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ პირველ ნაბიჯებს დგამს „ტოტენჰემის“ ფორვარდის ჰარი კეინის გასაფორმებლად.
როგორც გაზეთი The Telegraph-ი იტყობინება, მანჩესტერელებმა უკვე დაიწყეს მზადება სატრანსფერო პროცესისთვის. „იუნაიტედს“ სურს, გაარკვიოს, რა თანხა დაუჯდება კეინის გადაბირება და როგორ აწარმოოს მოლაპარაკებები „ტოტენჰემის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, დანიელ ლევისთან.
კეინის კონტრაქტი ლონდონურ კლუბთან 2024 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ინგლისურ პრესაში მიაჩნიათ, რომ ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ფორვარდი კიდევ ერთი წელი დარჩება თავის ამჟამინდელ კლუბში.
წერენ, რომ ლევი მზად არის, კეინი უცხოურ კლუბში, მინიმუმ, 80 მილიონ ფუნტად გაყიდოს, მაგრამ ინგლისური კლუბებისგან, მინიმუმ, 100 მილიონ ფუნტს მოითხოვს და, შესაძლოა, ყველა წინადადება უარყოს პრემიერლიგის გუნდებისგან.
კეინის გადაბირებით დაინტერესებულია „ბაიერნი“. თავად ფორვარდი პრემიერლიგაში დარჩენისკენ იხრება.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 29 წლის ფეხბურთელმა 32 მატჩი ჩაატარა, 24 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.