„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 95 პროცენტით შეათანხმა ფრენკი დე იონგის ტრანსფერი #1TVSPORT
ცნობილი ესპანელი ჟურნალისტი ჟერარ რომერო იტყობინება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრაქტიკულად შეათანხმა „ბარსელონას“ ნახევარმცველის ფრენკი დე იონგის ტრანსფერი.
წყაროს ცნობით, გარიგება 95 პროცენტით განხორციელებულია. „ბარსელონა“ ნიდერლანდელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებს.
24 წლის ფეხბურთელის გაყიდვა – სრულად ეკონომიკური გადაწყვეტილებაა. კატალონური კლუბი, რომელიც ფინანსურ პრობლემებს განიცდის, შიშობს, რომ ერთი წლის შემდეგ დე იონგის ფასი, შესაძლოა, ძალიან დაეცეს.
„ბარსელონამ“ დე იონგი 2019 წელს 86 მილიონ ევროდ შეიძინა „აიაქსიდან“. მომავალ სეზონში ის „მანჩესტერ იუნაიტედში“ ისევ შეძლებს ყოფილი მწვრთნელის ერიკ თენ ჰაგის ხელმძღვანელობით თამაშს.