„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, ანდრე ონანამ ამხანაგურ მატჩში გოლი ცენტრიდან გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარემ, ანდრე ონანამ გოლი მოედნის ცენტრიდან გაუშვა „ლანსის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში, რომელიც „ოლდ ტრაფორდზე“ იმართებოდა.
კამერუნელი მეკარე კარიდან შორს გავიდა წინ, რითიც ისარგებლა ფრანგული გუნდის ფორვარდმა, ფლორიან სოტოკამ, რომელმაც ზუსტი დარტყმა შეასრულა ცენტრალური რგოლიდან.
შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 3:1 მოიგო – მეორე ტაიმში 10 წუთის ინტერვალით გოლები გაიტანეს მარკუს რეშფორდმა, ანტონიმ და კაზემირომ.
27 წლის ონანა ივლისში 52 მილიონ ევროდ გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ინტერიდან“.