„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მეკარე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა
Mandatory Credit: Photo by Colorsport/REX/Shutterstock (3121237a) Harry Gregg (Ireland and Doncaster Rovers) later played for Manchester United England v Northern Ireland Wembley 06/11/1957 England 2 Northern Ireland 3 Sport
87 წლის ასაკში გარდაიცვალა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მეკარე ჰარი გრეგი, რომელიც ყველაზე მეტად ისტორიას მიუნხენის ტრაგედიის დროს გამოჩენილი გმირობით დაამახსოვრდა. 1958 წელს, როდესაც „იუნაიტედის“ ფეხბურთელებით სავსე თვითმფრინავმა გერმანიის ქალაქ მიუნხენში ავიაკატასტროფა განიცადა, გრეგი ის ადამიანი იყო, ვინც ალმოდებული საფრენი აპარატიდან რამდენიმე მგზავრი გამოიყვანა.
ტრაგედიას 23 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩრდილოირლანდიელმა გრეგმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი ამ კატასტროფამდე სულ რაღაც ორი თვით ადრე გააფორმა.
„მანჩესტერ იუნაიტედში“ მან 1957-66 წლებში 210 მატჩი ჩაატარა.