„მანჩესტერ იუნაიტედის“ გადაწყვეტილებით ერიკ თენ ჰაგი მთავარ მწვრთნელად რჩება #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი გააგრძელებს კლუბში მუშაობას მომდევნო სეზონში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა, დავიდ ორნსტეინმა დაწერა.
კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, 54 წლის სპეციალისტი 2024-25 წლების სეზონშიც უხელმძღვანელებს გუნდს და ასევე განიხილავენ კონტრაქტის გაგრძელების შესაძლებლობას.
დასრულებულ სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის თასი მოიგო, მაგრამ პრემიერლიგაში მხოლოდ მერვე ადგილი დაიკავა.