„მანჩესტერ იუნაიტედის“ ერიკ თენ ჰაგის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა არ გეგმავს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ერიკ თენ ჰაგის განთავისუფლებად. ამის შესახებ დაწერა Sky Sports-მა.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ მანჩესტერული კლუბი აქტიურად ეძებს თენ ჰაგის შემცვლელს, რადგან ნიდერლანდელი სპეციალისტის განთავისუფლება „დროის საკითხია“.
გასულ უქმეებზე „იუნაიტედმა“ შინ 0:3 წააგო „ტოტენჰემთან“ და პრემიერლიგის შვიდი ტურის შემდეგ მე-12 ადგილზეა.