„ბარსელონას“ ფორვარდმა უსმან დემბელემ ზამთრის სატრანსფერო „ფანჯრისას“, შესაძლოა კლუბი შეიცვალოს და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს კარიერა. ამის შესახებ ბრიტანულმა გაზეთმა „ინდეპენდენტმა“ (The Independent) დაწერა.
წყაროს ცნობით, ოლე-გუნარ სოლსკიაერის გუნდს დაგეგმილი აქვს შეტევის ხაზის გაძლიერება და 22 წლის ფრანგი პრიორიტეტულ ვარიანტად მიაჩნია.
ასევე იტყობინებიან, რომ „იუნაიტედის“ სასელექციო სამსახურის შორტ-ლისტშია „იუვენტუსის“ ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი, რომელიც სექტემბერში ახლოს იყო ერთ-ერთ ყატარულ გუნდში გადასვლასთან, მაგრამ იანვრამდე ტურინულ კლუბში დარჩა.