„მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის დასრულების შემდეგ გამოეთხოვება მთავარ მწვრთნელს, ერიკ თენ ჰაგს. ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ.
„სეზონის ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გამოემშვიდობება თენ ჰაგს. გუნდი დაიწყებს ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებას. მათი სამიზნეები არიან კირან მაკენა და მაურისიო პოჩეტინო. სიაშია აგრეთვე რობერტო დე ძერბი, მაგრამ ბოლო დღეებში მას არ ჰქონია მოლაპარაკებები „იუნაიტედთან“.
თუ მაკენა გადავა „ჩელსიში“, მაშინ „იუნაიტედი“ აირჩევს პოჩეტინოს. მაგრამ ეჭვგარეშე ის არის, რომ ისინი გამოეთხოვებიან თენ ჰაგს“, – განაცხადა დი მარციომ.