„მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ განადგურდა – მოურინიოს პოსტის დატოვება ემუქრება [ვიდეო]

01:18, 28.08.2018

პრემიერლიგის მესამე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომლის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ.

„იუნაიტედმა“ საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ 0:3 წააგო „ტოტენჰემთან“. 50-ე წუთზე ანგარიში ლონდონელთა ფორვარდმა, ჰარი კეინმა გახსნა, როცა თავით შორეულ კუთხეში დაარტყა ზუსტად. ორი წუთის შემდეგ, კრისტიან ერიქსენმა გაატანინა ლუკაშ მოურას. ბრაზილიელმა 85-ე წუთზე დუბლის შესრულება მოახერხა ეფექტური სოლო რეიდის წყალობით.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და მე-13 ადგილამდე დაეშვა. „ტოტენჰემს“ სამიდან სამი მოგება აქვს და „ლივერპულთან“, „ჩელსისა“ და „უოტფორდთან“ ერთად ლიდერობს პრემიერლიგას.

https://twitter.com/videogoals_hd3/status/1034180599219724290

მსგავსი