„მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ განადგურდა - მოურინიოს პოსტის დატოვება ემუქრება [ვიდეო]
პრემიერლიგის მესამე ტური ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომლის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო შესაძლოა, პოსტიდან დაითხოვონ.
„იუნაიტედმა“ საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ 0:3 წააგო „ტოტენჰემთან“. 50-ე წუთზე ანგარიში ლონდონელთა ფორვარდმა, ჰარი კეინმა გახსნა, როცა თავით შორეულ კუთხეში დაარტყა ზუსტად. ორი წუთის შემდეგ, კრისტიან ერიქსენმა გაატანინა ლუკაშ მოურას. ბრაზილიელმა 85-ე წუთზე დუბლის შესრულება მოახერხა ეფექტური სოლო რეიდის წყალობით.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და მე-13 ადგილამდე დაეშვა. „ტოტენჰემს“ სამიდან სამი მოგება აქვს და „ლივერპულთან“, „ჩელსისა“ და „უოტფორდთან“ ერთად ლიდერობს პრემიერლიგას.