„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის ნახევარზე მეტს ყიდის #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ შემადგენლობის ნახევარზე მეტს ყიდის #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედს“ დღეს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და იმისთვის, რომ შეძლოს ახალი მწვრთნელისთვის რუბენ ამორიმისთვის ახალი ფეხბურთელების შეძენა, კლუბი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას აპირებს.

როგორც გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი სოციალურ ქსელში წერს, „ოლდ ტრაფორდზე“ მზად არიან გამოეთხოვონ შემადგენლობის ნახევარზე მეტს როგორც ზამთრის, ასევე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს.

თუმცა, ასევე განსაზღვრულია ხელშეუხებელი ფეხბურთელების ჯგუფი, რომელშიც შედიან ამად დიალო, კობი მაინუ, ნუსაირ მაზრაუი, მატის დე ლიგტი, ლენი იორო, ანდრე ონანა და კიდევ 2-3 მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომლებიც პლეტენბერგს არ დაუსახელებია.