„მანჩესტერ იუნაიტედი“ კიეზათია დაინტერესებული
„მანჩესტერ იუნაიტედი“ კიეზათია დაინტერესებული

„ფიორენტინას“ ფორვარდი ფედერიკო კიეზა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა „დეილი მეილმა“. ინიციატივა ეკუთვნის გუნდის მთავარ მწვრთნელს ოლე-გუნარ სოლსკიაერს, რომელმაც იტალიაში გააგზავნა პირადი პირადი სკაუტი 22 წლის იტალიელზე დასაკვირვებლად.

სკაუტი დაესწრო სერია A-ს 25-ე ტურის მატჩს „ფიორენტინასა“ და „მილანს“ (1:1) შორის.

კიეზა 70 მილიონ ევროდ არის შეფასებული. მიმდინარე სეზონში მან იტალიის ჩემპიონატი 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ექვსი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი შეასრულა.