„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდეს, – იტყობინება გაზეთი „სანი“.
წყაროს ცნობით, 27 წლის ინგლისელს სურს „ტოტენჰემის“ დატოვება იმის გამო, რომ ლონდონურ კლუბს 13 წელია ტიტული არ მოუგია, გარდა ამისა, იმისთვისაც, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს.
ლონდონელთა ხელმძღვანელობა მზად არის გაუშვას კეინი 125 მილიონ ევროდ, რასაც სთავაზობს კიდეც „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ ეშინია ფანების რეაქციის ლიდერის გაყიდვის შემდეგ.
ამ სეზონში კეინმა 31 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში, 21 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.