„მანჩესტერ იუნაიტედი“ გრიზმანის შეძენას ცდილობს

18:03, 14.06.2019

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ანტუან გრიზმანისთვის ბრძოლაში ჩაერთო. გაზეთ „სანის“ ცნობით, „იუნაიტედი“ მზადაა, დაამხოს თავისივე სატრანსფერო რეკორდი და ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი 95 მილიონ ფუნტად შეიძინოს. არადა, აქამდე თითქოს გადაწყვეტილი ჩანდა გრიზმანის ტრანსფერი „ბარსელონაში“.

პარალელურად ირკვევა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 80 მილიონი ევრო გაამზადა ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერის“ ცენტრალური მცველის, ჰარი მაგუაირის შესაძენად. 26 წლის ფეხბურთელმა ოქტომბერში ახალი კონტრაქტი გააფორმა თავის ამჟამინდელ კლუბთან, მაგრამ ეჭვი არავის ეპარება, რომ ის ამ ზაფხულში „ლესტერს“ დატოვებს.

მსგავსი