„მანჩესტერ იუნაიტედი“ ახალგაზრდა დანიელი ფეხბურთელით ინტერესდება, რომელმაც „ლივერპულს“ მატჩში 10 გოლი გაუტანა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, 16 წლის დანიელი ფორვარდი ჩიდო ობი გაიფორმოს, რომელიც ლონდონის „არსენალის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.
აღნიშნავენ, რომ მანჩესტრელები ამ მომენტისთვის ყურადღებით აკვირდებიან იუნიორს. ობიმ უკვე განაცხადა უარი „არსენალთან“ კონტრაქტის გაფორმებაზე.
ჩიდო ობიმ სახელი იმით გაითქვა, რომ 2023 წელს ლივერპულელ თანატოლებს ერთ მატჩში 10 გოლი გაუტანა. მისმა „არსენალმა“ იმ შეხვედრაში 14:3 მოიგო. ეს იყო U16-ის ჩემპიონატის მატჩი.