მამუკა მდინარაძე - ყველა ფიქრობდა, რომ მარგველაშვილს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, როგორც ჩანს, თავადაც ასე იფიქრა
მამუკა მდინარაძე - ყველა ფიქრობდა, რომ მარგველაშვილს გამარჯვების შანსი არ ჰქონდა, როგორც ჩანს, თავადაც ასე იფიქრა

გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას შეიძლება გონივრული და ადეკვატური ვუწოდოთ, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

მისი თქმით, ყველა ხვდება, რომ პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით ვერაფერი შეიცვლება.

„როგორც ჩანს, პრეზიდენტმა შეაფასა რეალური შესაძლებლობები და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. ყველა ფიქრობდა, რომ მას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ ექნებოდა. როგორც ჩანს, თვითონაც ასევე იფიქრა და ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

როდესაც მან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი არ წარმოადგინა, უკვე ნათელი იყო და თითქმის დარწმუნებული ვიყავით, რომ ის არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას თავისი რეიტინგის გამო“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.