მამუკა მდინარაძე - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს, ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება
მამუკა მდინარაძე - ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს, ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა“ რუსთავის მაჟორიტარად ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერს.

მდინარაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ბადრი ჯაფარიძის წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან „ქართული ოცნების“ კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„დავაკვირდეთ, დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს ბადრი ჯაფარიძეს, მგონია, რომ დაუჭერს, რადგან ეს ერთი ორგანიზმია. აქედან გამომდინარე, ეს ვარაუდი მაქვს. ამ შემთხვევაში, თუ ბადრი ჯაფარიძეს მხარს დაუჭერენ, მისი წარმატება ნულის ტოლი იქნება, რადგან ჩვენი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თუ სხვა ოპოზიციური პარტიებიც დააყენებენ კანდიდატს, ნულს ქვევით იქნება მისი წარმატების შანსი. ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ დაადასტურებს, ბეჭედს დაუსვამს რუსთავის საზოგადოება და მის მიმართ საბოლოო განაჩენი, მათ შორის პოლიტიკური იქნება რუსთავის მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ლელო“ ბადრი ჯაფარიძეს შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგენს.