მამუკა მდინარაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულირება გაუგებარია
მამუკა მდინარაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულირება გაუგებარია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით სპეკულირება იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ, მისთვის გაუგებარია.

„შვილის დაღუპვაზე დიდი ტრაგედია არ არსებობს და მშობლის რეაქციაც აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა გაუგებარია ასეთი თემებით სპეკულირება პოლიტიკური მიზნებისთვის იმ ადამიანებისგან, რომლებიც საკუთარი ინტერესის იქით ვერაფერს ხედავენ.

ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს აქვთ ერთადერთი მიზანი თავიანთი მოქმედებებისას – დაიცვან ქვეყნისა და მოქალაქეთა უსაფრთხოება. ამიტომ, მათ სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ეს არ გამორიცხავს გამოძიების ვალდებულებას, დეტალური და ამომწურავი პასუხი გასცეს ყველა კითხვას, მათ შორის, ამ ეპიზოდთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პანკისში, სოფელ დუისში სპეცოპერაციისას დაჭრილი​ თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს გარდაიცვალა.