მამუკა მდინარაძე - პირველი პრეზიდენტის სახელობის დარბაზში რუსეთის ჰიმნის აჟღერება, ზვიად გამსახურდიას უმძიმესი შეურაცხყოფაა 
მამუკა მდინარაძე - პირველი პრეზიდენტის სახელობის დარბაზში რუსეთის ჰიმნის აჟღერება, ზვიად გამსახურდიას უმძიმესი შეურაცხყოფაა 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება შეურაცხმყოფელია და გასაკვირი არაა, თუ ამას ახალგაზრდების მხრიდან გულწრფელი პროტესტი მოჰყვა.

მდინარაძის თქმით, გუშინდელი აქცია „ქართული ოცნების“ ორგანიზებული არ იყო.

„ქართული ოცნების“ დაორგანიზებული იყო 150 ათას კაციანი აქცია, რომელიც ევროპის მხარდასაჭერად იყო ორგანიზებული. გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი გადაერთო იმაზე, გვარი როგორ შეეშალა და ხოშტარიას ნაცვლად, ხოფერია თქვა. ამაზე სოციალურ ქსელში დასცინოდნენ. ამის შემდეგ, რუსული ჰიმნი, ქართული ჰიმნი ჩაგვესმა? ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი პროტესტი აღარ არის? ამის დალაგებად ცდილობთ? ეს არის მართლა სირცხვილი. ამ ახალგაზრდებზე გიორგი ჩაკვეტაძემ მითხრა, რომ რამდენიმე ათეული მესიჯი მიუვიდა და არ არსებობს, ახალგაზრდებმა ეს ყველაფერი არ გააპროტესტონო. მან მითხრა, ამ ხალხს ვერ ვაკავებ, რადგან თუ გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა იმხელა პრობლემა იყო, რომ ისტორია შეცვალაო, რუსული ჰიმნი გაგვიკრეს და ეს პრობლემა არ არისო? ამ პრობლემის გადაფარვას იმით ცდილობთ, რომ რომელიღაც ახალგაზრდას გვარი შეეშალა? მართლა უხერხულია. რუსული ჰიმნის აჟღერება შეურაცხმყოფელი იყო. გასაგებია, „ტრენდი“, ყველა ქვეყანაში „ტრენდი“ ოპოზიციის სასარგებლოდ ლაგდება ხოლმე, მაგრამ ტრენდი ერთია და მეორეა, რა ხდება სინამდვილეში. საქართველოს პარლამენტში რუსული ჰიმნი თქვენც დაგიკრეს და ამას ადეკვატურად უნდა მოეპყრათ“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის აჟღერება არის იუნკერების და ქვეყნის პირველი პრეზიდენტის უმძიმესი შურაცხყოფა.

„ეს არის უმძიმესი შეურაცხყოფა იმ ადამიანების, ვისი სახელობისაც არის ეს დარბაზი. ზვიად გამსახურდიასი და იმ ფაქტის, რომ ამ დარბაზში მოხდა დამოუკიდებელის აღდგენის აქტზე ხელმოწერა 1991 წლის 9 აპრილს. ოკუპანტი სახელმწიფოს ჰიმნის გაჟღერებით ამ ყველაფერს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამაზე კამათიც არ უნდა იყოს, მაგრამ დღეს იმაზე არიან გადასულები, რომ ახალგაზრდა ადამიანი დააბულუნგონ, რომელსაც თურმე, ხოშტარიას გვარი შეეშალა და ამით ამ ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ. „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი აქტივი მობილიზებული იყო, რომ ეს ახალგაზრდა დაებულინგებინათ”, – განაცხადა მდინარაძემ.

ახალგაზრდების ჯგუფმა გუშინ, 18 თებერვალს, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის ჩართვა გააპროტესტა.