მამუკა მდინარაძე - საქართველოს ერთი მტკიცებულებაც კი ვერ დაუდეს, რომ შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული რამე საკითხი გაეპარა, ამ მხრივ ქვეყანა არის სანიმუშო
მამუკა მდინარაძე - საქართველოს ერთი მტკიცებულებაც კი ვერ დაუდეს, რომ შესაძლოა, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებული რამე საკითხი გაეპარა, ამ მხრივ ქვეყანა არის სანიმუშო

ლაშა ხუციშვილის განცხადებაში პუნქტებად არის ჩამოწერილი და, სამწუხაროდ, რადიო „თავისუფლებამ“ ყველა პუნქტში მოიტყუა, რომელმაც ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს, რომ საქართველოს დაბრალდეს, ქვეყანაშია „შავი ხვრელი“ და სანქციების გვერდის ავლის ადგილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შემთხვევითი ფეიკი არ არის, ისევე როგორც მორიგი ფეიკი, რომელიც იმიჯის დაზიანებას უწყობს ხელს.

„ეს ფეიკი ემსახურება საქართველოს მტრობას, ქვეყნის ომში ჩართვას და საერთაშორისო იმიჯის ისე შელახვას, რომ მთელმა მსოფლიომ ილაპარაკოს, საქართველო არის სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ოღონდ ამ დროს საქართველო არის სანიმუშო, რომელსაც ერთი მტკიცებულებაც კი ვერ დაუდეს იმის შესახებ, რომ ერთხელ გაეპარა ისეთი საკითხი, რაც სანქციების გვერდის ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული. ასეთ ქვეყანას საკუთარ ქვეყანაში არსებული გამოცემები სანქციების გვერდის ავლას აბრალებენ. თურმე ჩიპები შემოდის, რაც სრული ფეიკია. უნდათ, ქვეყანა ისე გააშავონ, თითქოს მტერია ცივილიზებული სამყაროსი და სანქციების გვერდის ავლაში რუსეთს ხელს უწყობს. ეს არის ქვეყნის მიმართ მტრობა და გალაშქრება მისი საერთაშორისო იმიჯის შელახვის მიზნით“, – განაცხადა მინარაძემ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოზე მეტს არცერთი ქვეყანა არ აკეთებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით, დროა, დასრულდეს ცილისწამების ორკესტრირებული კამპანია“.