მამუკა მდინარაძე- სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ თავისი ჩამოსვლით და გააქტიურებით “გვაშინებს”
მამუკა მდინარაძე- სააკაშვილი ყველა არჩევნების წინ თავისი ჩამოსვლით და გააქტიურებით “გვაშინებს”

მიშა ჩამოსვლით ნურავის გვაშინებს, მას ქართული მართლმსაჯულება და პენიტენციალური დაწესებულებები ელოდებიან. ასეთი კომენტარი გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე.

მდინარაძის თქმით, სააკაშვილის პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული.

„ჩამოვიდეს, დავხვდებით. თუ ამ თემაზე სერიოზულად ვისაუბრებთ, საქართველო ნეგატიურ წარსულს არასდროს დაუბრუნდება. რატომ ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ის ბოროტება ავიწყდება, რაც ჩვენს ქვეყანას მაშინდელმა ხელისუფლებამ თავს დაატეხა. ყველა შემთხვევაში, ეს პათოსი დამარცხებისთვის არის განწირული. უკვე მივეჩვიეთ, რომ ყველა არჩევნების წინ, ყოფილი პრეზიდენტი გამოჩნდება და თავისი ჩამოსვლით,  გააქტიურებით “გვაშინებს”.  მინდა,  კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო ნეგატიურ წარსულს და იმ
ბოროტებას არასდროს დაუბრუნდება”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.