მამუკა მდინარაძე - როცა ოკუპანტ ქვეყანას კონკრეტულ სახელმწიფოში თავისი მიზნები აქვს, ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება მის ინტერესებში ვერანაირად ვერ ჯდება
მამუკა მდინარაძე - როცა ოკუპანტ ქვეყანას კონკრეტულ სახელმწიფოში თავისი მიზნები აქვს, ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება მის ინტერესებში ვერანაირად ვერ ჯდება

ოკუპანტ ქვეყანას როდესაც კონკრეტულ სახელმწიფოში თავისი მიზნები აქვს, მის ინტერესებში ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ვერანაირად ვერ ჯდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, ნებისმიერი განცხადების მიუხედავად, ნატო-ში გაწევრიანება ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, რადგან ამაზეა დამოკიდებული ქვეყნის უფრო მყარი უსაფრთხოება და უფრო მეტი კეთილდღეობა.

„ბუნებრივია, რომ ჩვენი მეზობელი ოკუპანტი ქვეყანა თავის ინტერესებს ატარებს და ეს ყველაფერი მის ინტერესებში არ ჯდება, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით და იმ პოლიტიკით, რასაც დღემდე ვაწარმოებთ, უნდა ვუზრუნველვყოთ, რომ ამ ყველაფრის საბოლოო შედეგი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება იყოს. ბოლო დროის განმავლობაში, ამასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას ხედავთ და ისმენთ, რაც არის ძალიან ხისტი, მკაფიო. თამამად ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი ქვეყნის ამ მოქმედებების შედეგი ნატო-ში გაწევრიანება უნდა იყოს. როცა ოკუპანტ ქვეყანას კონკრეტულ სახელმწიფოში თავისი მიზნები აქვს, მის ინტერესებში ამ ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ვერანაირად ვერ ჯდება, რა რეალური პერსპექტივაც საქართველოს მოსახლეობამ, ქართულმა საზოგადოებამ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების ფონზე ერთად დაინახეს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.